>

  სვანეთი*


რთ-ერთი უმშვენიერესი და უძველესი კუთხეა საქართველოში, სადაც ადამიანები და ბუნება ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს. სვანეთი მთიანი რეგიონია და კავკასიის ფერდობზე მდებარეობს. იზოლირებულია თავისი სოფლებით, ადგილობრივი მოსახლეობით – სვანებით.


ესტია სვანეთის კულტურული ცენტრია. პირველი, გარე სამყაროსთან დამაკავშირებელი გზა აქ 1935 წელს დაიგო. რეგიონში შეხვდებით მტრის შემოსევებისაგან თავდასაცავად აგებულ სვანურ ქვის კოშკებს, სადაც  ადგილობრივი მცხოვრებნი  აფარებდნენ თავს.


ვანეთის გზა სოფლებზე გადის, იგი ციცაბო და დაგრეხილია. სოფლები დასახლებულია ულამაზეს მწვანე ველებზე, გარშემორტყმულია ალპური ფიჭვნარით, კაკლის ხის ტყეებითა და მომაჯადოებელი მთებით. ყველაზე ცნობილი მთები: შხარა, უშბა და თეთნულდი გახლავთ.


ესტიიდან, საათნახევრის სავალზე, ევროპაში ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ცნობილი, პატარა ისტორიული სოფელი უშგული მდებარეობს, რომელიც UNESCO-ს მიერ მსოფლიოს კულტურის საგანძურად არის აღიარებული.


ვანეთი თავისი განსაცვიფრებელი მთებით, მინდვრებით, მყინვარებითა და ტყეებით თავგადასავლებისა და აღმოჩენების ოაზისია. 

გვესტუმრეთ სასტუმრო "თეთნულდში" და საკუთარ თავზე გამოსცადეთ ყველაფერი, რასაც სვანეთი გთავაზობთ!